ფეხბურთი

1:03 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერბი ფეხბურთელი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სერბეთის ოლიმპიური ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მილიან მრდაკოვიჩი გარდაიცვალა. სერბული მედიის ცნობით, 38 წლის ფორვარდი ბელგრადში, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერჯერობით მიზეზი უცნობია, მაგრამ განიხილება თვითმკვლელობის ვერსიაც. მრდაკოვიჩმა კარიერა 2017 წელს „ბელგრადში“ დაასრულა.

სხვადასხვა დროს მილიანმა „გენტის“, „ანდერლეხტის“, „აუსტრიას“, „მაკაბის“, „მეტალისტის“, „ენოსისის“, „ჯიანგსუს“ რიგებში ითამაშა. სერბეთის ოლიმპიურ ნაკრებში კი 2008 წელს სამჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. სამივე შეხვედრა მრდაკოვიჩმა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჩაატარა და კოტ დივუართან თავიც გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114664