ფეხბურთი

21:14 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვლევა ბრიტანეთში: "ლივერპული" - "ატლეტიკოს" მატჩის გამო COVID-19-ით 41 ადამიანი გარდაიცვალა

„ლივერპულისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მატჩმა კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო და 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბრიტანული Times-მა წარმოადგინა Edge Health-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც აანალიზებს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ მოპოვებულ მონაცემებს. შედეგად, დადგინდა, რომ „წითლებისა“ და „როხიბლანკოს“ დაპირისპირებამ COVID-19-ის აფეთქებაში დიდი წვლილი შეიტანა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ „ლივერპული“ – „ატლეტიკოს“ მატჩის გამო კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 41 ადამიანით გაიზარდა. ყველა მათგანი მატჩიდან 25-დან 35 დღეს შორის გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ – „ატლეტიკოს“ შეხვედრა 11 მარტს გაიმართა და დამატებით დროში ესპანელებმა 3:2 მოიგეს. სწორედ ამ თამაშის შემდეგ ევროპაში ფეხბურთი პრაქტიკულად გაჩერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117816