ფეხბურთი

17:45 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოლა: "საფრანგეთში სეზონი ნამდვილმა იდიოტებმა დაასრულეს"

ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ საფრანგეთის სეზონის დასრულების გამო ძალიან გაბრაზებულია. „ოლიმპიკის“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იდიოტებმა მიიღეს.

მაგალითისთვის ოლამ ესპანეთი მოიყვანა, რომელიც უფრო მეტად დაზარალდა, მაგრამ სეზონის განახლებაზე მუშაობენ.

„ლიგა 1-ის სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილება ნამდვილი იდიოტების არჩევანია. პარადოქსია, რომ ესპანეთში, რომელიც საფრანგეთზე მეტად დაზარალდა პანდემიის გამო სეზონის განახლებაზე მუშაობენ. ეს ნამდვილი სკანდალია, იდიოტებად წარმოგვაჩინეს“, - თქვა ოლამ.

შეგახსენებთ, საფრანგეთში სეზონი დასრულებლად გამოცხადდა და „ლიონი“ მომდევნო სეზონში ევროთასებს მიღმა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137462