ფეხბურთი

14:37 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ღმერთო ჩემო, ისევ?!" - "ლივერპულის" გოლის გამო კაკა საშინელმა გრძნობამ და შიშმა შეიპყრო

„მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ვრცლად ისაუბრა. „როსონერიმ“ 13 წლის წინ ათენში, „ლივერპული“ დაამარცხა და ეს იტალიელებისთვის განსაკუთრებული გამარჯვება იყო.

ორი წლით ადრე იმავე „ლივერპულმა“ „მილანს“ სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ მოუგო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ლომბარდიელებს შურისძიების შანსი მიეცათ. თუმცა, კაკას აზრით, ეს სიტყვა მეტისმეტად მძიმეა და მოკრძალებულად ლამაზ გამარჯვებას უწოდებს. თუმცა, ბრაზილიელს არც დირკ კუიტის გოლის დროს განცდილი ემოცია ავიწყდება, როდესაც ინგლისურმა გრანდმა ანგარიშის სხვაობა შეამცირა. მაშინ რიკარდოს შიში დაეუფლა.

„ბევრისთვის ეს დამთხვევა იყო, მაგრამ ჩემთვის ღვთის ნების გამოხატულება. ფინალში ისევ „ლივერპულთან“ თამაში დიდებული გახლდათ. ეს არ ყოფილა შურისძიება, ეს ძალიან მძიმე სიტყვაა, მაგრამ ბრწყინვალე იყო ფინალში იმავე გუნდთან თამაში, რომელმაც ორი წლით ადრე მოგვიგო. იშვიათი მოვლენაა და ჩვეთვის ეს მოხდა.

2005 წლის ფინალიდან გუნდიდან წასულები იყვნენ შევჩენკო და კრესპო, მაგრამ ხერხემალი იგივე იყო. ორივე მსგავსი გუნდები ვიყავით, როგორც სტამბოლში, თუმცა ეს სხვა თამაში გახლდათ. ვთქვით, რომ სტამბოლი უნდა დაგვევიწყებინა, მაგრამ შინაგანად ვფიქრობდით: „დავმარცხდებით იგივე გუნდის წინააღმდეგ?“ ეს თამაში ისტორიაში შევიდა.

ჩემს გონებაში ჩვენი გუნდი უფრო მეტად ორგანიზებული იყო. მეორე გოლის ეპიზოდში შეტევაში მხოლოდ მე და ინძაგი ვიყავით, ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით და როგორც კი მან მოძრაობა დაიწყო, უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, შესაბამისად მოვამზადე შეტევა. წამების საკითხია, პიპოსთან ყოველთვის განსაკუთრებული ჰარმონია მქონდა.

როდესაც თამაშის მიწირულს „ლივერპულმა“ გაგვიტანა, საშინელი გრძნობა იყო. 2005 წლის ფინალი გამახსენდა და საკუთარ თავს ვუთხარი: „ღმერთო ჩემო, ისევ?“ ემოციების ბრძოლა იყო. მეგონა, რომ გამოსავალი არ არსებობდა და ავტომატურად ხდებოდა. შემდეგ ისევ ვუთხარი ჩემს თავს: „ისევ ვიგებთ, უნდა გავძლოთ“. საბოლოოდ გამარჯვება მოვახერხეთ, მაგრამ ნამდვილად ნერვების ომი იყო.

ჩემთვის პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული გახლდათ და საკუთარ თავს ვუთხარი: „მე ეს შევძელი, ევროპა დავიპყარი“. ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე და იქ გამარჯვებაზე. მალდინისთვის თუ არ ვცდები მეხუთე ტიტული იყო, ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებმაც 2003 წელს „იუვენტუსთან“ მოიგეს ფინალი. მშვენიერი გახლდათ, ისტორიაში შევედით“, - განაცხადა ბრაზილიელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10684