ფეხბურთი

11:43 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზმა ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვისთანაც უთამაშია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და უელსის ნაკრების მწვრთნელმა რაიან გიგზმა ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა გვერდითაც უთამაშია.

რაიანი მიიჩნევს, რომ ზოგადად კრიშტიანუ რონალდუ ყველასგან გამორჩეულია, ხოლო „მანჩესტერში“ ყველაზე ძლიერი პოლ სქოულზი იყო.

„საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც მითამაშია, კრიშტიანუ რონალდუა. ცხადია, რომ მოკლე დროში მოახერხა შესაძლებლობის ჩვენება და „მანჩესტერში“ ბრწყინვალე იყო, შემდეგ სხვაგანაც უკეთ ითამაშა.

გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ „იუნაიტედში“ საუკეთესო პოლ სქოულზი იყო, ვისთანაც მითამაშია. ჩვენ ყველას გვინახავს ის ვარჯიშებზე, მასთან მიახლოვებაც შეუძლებელი გახლდათ. მისი ტვინი ყველაზე სწრაფი იყო. ვარჯიშებზეც კი უბრალოდ ბრწყინავდა“, - თქვა უელსელმა.

0.120734