ფეხბურთი

10:28 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

13 000 მუყაოს ქომაგი "ბორუსია პარკზე"

მუყაოს გულშემატკივარი - უცნაურია, მაგრამ თანამედროვე რეალობა ასეთია. მიონხენგლადბახში ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს და „ბორუსია პარკზე“, სადაც „გლადბახმა“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა, ტრიბუნებზე მუყაოს ქომაგები გამოჩნდნენ.

საერთო ჯამში 13 000 მუყაოს ქომაგი, რომელიც სეზონური აბონიმენტის მფლობელების სახეებით დაიფარა.

„ჩვენ 13 000 ფიგურა დავამონტაჟეთ, მაგრამ დაახლოებით 20 000 შეკვეთაც გვქონდა“, - თქვა „გლადბახის“ წარმომადგენელმა თომას ლუდვიგმა.

„ბორუსიას“ მუყაოს ქომაგებმა ვერ უშველეს, „ლევერკუზენმა“ კაი ჰავერცის დიდებული გარჯის წყალობით 3:1 იმარჯვა და უპრინციპულესი თამაში მოიგო.

0.123727