ფეხბურთი

0:03 | 24.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის ახალი სეზონის დაწყების თარიღზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2020-2021 წლების სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება. L’Equipe-ს ინფორმაციით, LFP-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ სეზონი სწორედ ზემოხსენებულ დღეს დაიწყონ.

ლიგა 2-ის გათამაშება კი სტარტს ერთი დღით ადრე, 22 აგვისტოს აიღებს. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება და შესაძლოა ცვლილებებიც შეიტანონ. უეფა ევროთასების ჩატარებას სწორედ აგვისტოში აპირებს და ევროტურნირების კალენდარმა არაა გაამორიცხული ლიგა 1-ის კალენდარში ცვლილებები გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 2019-2020 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა და ჩემპიონის ტიტული „პარი სენ ჟერმენს“ გადაეცა.

თეგებილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111255