ფეხბურთი

22:18 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთში ფეხბურთი დაბრუნდა, ზივზივაძემ ითამაშა

უნგრეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა დასრულდა და ფეხბურთს უმაყურებლოდ, მაგრამ მთავარია, რომ დაუბრუნდნენ.

ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვესდმა“ უნგრეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ფეჰერვარს“ უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1. სტუმრები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ, მაგრამ მე-80 წუთზე რობერტ პილარმა ანგარიში გაათანაბრა.

ზივზივაძე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და მსაჯის კომპენსირებულ დროში შეცვალეს. ფინალისტის ვინაობა ცხადია ჯერ არ გარკვეულა, საპასუხო მატჩი 26 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111026