ფეხბურთი

19:42 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "ნეიმართან სიამოვნებით ვიმუშავებდი"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ ნეიმართან სიამოვნებით იმუშავებდა. ესპანელი სპეციალისტი ბრაზილიელის კატალონიაში დაბრუნების მომხრეა, მაგრამ მიაჩნია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უკვე წვრთნის.

„ყველამ იცის, რომ ამ პოზიციაზე 4-5 ფანტასტიკური მოთამაშე არსებობს. ყველა მათგანს შეეძლებოდა „ბარსელონაში“ ყოფნა. ამ მოთამაშესაც შეუძლია ჩვენთან მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ აგრეთვე სხვებსაც.

ვისურვებდი ერთ დღეს ნეიმარის გაწვრთნას. ჩვენ ვსაუბრობთ სხვა დონის ფეხბურთელზე. საბედნიეროდ შევძელი ოცნების ახდენა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ლეოს უკვე ვავარჯიშებ. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება მომავალში. ცხადია, მასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი, რა თქმაუნდა.

გუნდიდან წამსვლელები? არაფერი მაქვს სათქმელი ფეხბურთელების მომავალთან დაკავშირებით. მე მიზნებზე და სამსახურზე ვარ კონცენტრირებული. ჩვენ ყველა გვჭირდება. ვიდალი ყოველთვის პოზიტიურ ენერგიას გადმოგვცემს, არაჩვეულებრივი ბიჭია, მისი თამაშით კმაყოფილები ვართ, კარგი ადამიანი და თანაგუნდელია“, - განაცხადა სეტიენმა.

0.112603