სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

17:56 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიპოს საღამო - გამარჯვება ტრავმაზე და კარიერის უმაღლესი წერტილი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ფეხბურთში არსებობს მოვლენები, რომლებიც უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ. მომენტები, რისი მეშვეობითაც კლუბების ისტორია იწერება. ასევე არიან ფეხბურთელებიც. მაგალითად ფილიპო ინძაგი, რომელიც კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ უნდა აღმოჩნდე სწორ ადგილას ნებისმიერ ფასად.

სუპერპიპომ მთელი კარიერა სწორი ადგილის ძებნაში გაატარა. იმ ჯადოსნურ ღამეს, რომელსაც დღეს 13 წლის იუბილე შეუსრულდა, პიპო მოედანზე უნდა ყოფილიყო, ნებისმიერ ფასად, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ცოტა თუ ახსოვს, რომ 2007 წლის 23 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეც კი, ინძაგის თამაში საეჭვო იყო. მისი ადგილი „მილანის“ სასტარტო შემადგენლობაში, რომელსაც „ლივერპულთან“ ორი წლისწინანდელი წყენის დავიწყების სურვილი კლავდა, ალბერტო ჯილარდინო უნდა გამწესებულიყო.

ყველა ასე ფიქრობდა, ერთის გარდა: კარლო ანჩელოტი სამედიცინო პერსონალს და ხელმძღვანელობას არ ეთანხმებოდა, რომ ინძაგი ტრავმირებული ფეხით თამაშს ვერ შეძლებდა. იტალიელი მწვრთნელი შეგირდის შესაძლებლობებში და გოლის შიმშილში დარწმუნებული იყო, ამიტომაც სჯეროდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ფიზიკური პრობლემებს აჯობებდა.

მაშინდელი მოვლენები მოგვიანებით „როსონერის“ ისტორიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ გაიხსენა:

„ათენის ფინალის წინა დღეს, ინძაგი ფეხზე დადგომასაც ვერ ახერხებდა. კარლო ანჩელოტის ვუთხარი, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა ჯილარდინო ეთამაშებინა, რადგან თავს უკეთ გრძნობდა. მან კი მიპასუხა: „იმ შემთხვევაშიც კი, თუ პიპო ფეხზე დადგომას ვერ შეძლებს, ხვალ ითამაშებს და ორ გოლს გაიტანს“. მეორე დღეს ინძაგიმ მართლაც ორი გოლი გაიტანა და ჩვენ ჩემპიონთა ლიგა „ლივერპულის“ წინააღმდეგ მოვიგეთ“.

იმავე ინძაგიმ 2007 წლის ტრიუმფალური ფინალის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა კარლოს სიტყვებს, რომელმაც ბედი დაწერა:

„ანჩელოტიმ მითხრა: „ეჭვი არ მეპარება, ხვალ შენ ითამაშებ“. თუმცა, თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ჯერ კიდევ ტრავმა მქონდა და მისმა სიტყვებმა ჩემზე უზარმაზარი ზეწოლა მოახდინა“.

ეს, ის ზეწოლაა, რომელიც ყოველთვის აძლიერებდა ინძაგის შიმშილს გოლებისადმი. ათენის ჯადოსნურ თეატრში, „მილანს“ 13 წლით ადრე ჰქონდა იოჰან კრუიფის „ბარსელონასთან“ ფინალი მოგებული და საბერძნეთის დედაქალაქს ისევ ტიტულისთვის დაუბრუნდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათენი „როსონერისთვის“ მეორე სახლად გადაიქცა.

მასაროდან პიპო ინძაგიმდე, ისტორია დაწერილია: 9 ნომერი მოედანზე გავიდა და ცივ გონებაზე „ლივერპულთან“ რევანში უდიდესი წვლილი შეიტანა. რევანში, რადგან ორი წლით ადრე, არამარტო ინძაგის, მთლიანად „მილანისთვის“ ყველაზე დიდი სპორტული კოშმარი შედგა, როდესაც მათთვის წყეულ სტამბოლში სწორედ „ლივერპულთან“ წააგეს. იმ ფინალში პიპოს არ უთამაშია, მაშინაც ტრავმირებული იყო.

ამჯერად არა: პიაჩენცაში დაბადებულმა ბომბარდირმა მოახერხა სარევანშო ფინალისთვის გამოჯანმრთელება და დუბლი შეასრულა, ზუსტად ისე, როგორც მისი მწვრთნელი ადრიანო გალიანის თამაშამდე 24 საათით ადრე არწმუნებდა. ჯერ ანგარიში გახსნა პირლოს ჯარიმის შემდეგ, მეორე ტაიმში კი კაკას შესანიშნავი პასი დააგვირგვინა. შემდეგ იყო სიხარულის ყვირილი, ფიზიკური პრობლემები უკვე აღარავის ახსოვდა. ეს იყო თავისუფლების მოპოვება ადამიანისთვის, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მატჩის გამოტოვება ელოდა, მაგრამ სამაგიეროდ კარიერის უმაღლეს წერტილს მიაღწია.

სწორ ადგილას, სწორ მომენტში: კიდევ ერთხელ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ინძაგიმ ისტორია დაწერა, წაშალა კოშმარები და 2007 წლის წლის 23 მაისი ფილიპო ინძაგის მეორე „დაბადების დღედ“ გადაიქცა - თარიღი, რომელიც სამუდამოდ სუპერპიპოს საღამოდ დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113435
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X