ფეხბურთი

17:22 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ფეხბურთელებისთვის ვარჯიში არ დამიძალებია"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესს საკუთარი სურვილით დაუბრუნდნენ. გერმანელის განცხადებით, მათ შეეძლოთ ვარჯიშზე უარი ეთქვათ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიდნენ და კლუბი სანქციებს არ გამოიყენებდა.

„ჩემს ფეხბურთელებს მცირე ჯგუფებით ვარჯიშის დაწყებამდე ვუთხარი, რომ არჩევანში თავისუფალი იყვნენ. შევახსენე, რომ კლუბთან შრომითი ხელშეკრულების მიუხედავად, ისინი მოედანზე თავისუფალი არჩენისთვის იმყოფებოდნენ და არავინ არაფერს აიძულებდა. ვუთხარი, რომ ვარჯიშს არ ვაიძულებდით და თუ ისინი აირჩევდნენ, რომ არ ევარჯიშათ, არავინ დააჯარიმებდა და დისიციპლინურ ზომებს არ მივიღებდით. მათ გადაწყვეტილებას პატივს 100%-ით ვცემდი.

შედეგად, პირველ დღეს მათი ნახვა შესანიშნავი იყო. ისინი ორ თვეზე მეტხანს შეჩერებული იყვნენ, მაგრამ მათგან პოზიტიური შთაბეჭდილებები მივიღე“, - თქვა კლოპმა.

0.101989