ჩოგბურთი

16:48 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კირგიოსი: "კვირაში ერთხელ ჩემს ფანებთან სექსი მაქვს"

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა ენდი მარეისთან ინსტაგრამში ისაუბრა და მანდილოსნებთან საკუთარი თავგადასვლები გაიხსენა.

ნიკის განცხადებით, თავის ფანებთან ყოველ კვირაში სექსი აქვს და როჯერ ფედერერთან მატჩის დროს მომხდარი ისტორიაც გაიხსენა.

„მას შემდეგ, რაც მარტოხელა ვარ, ჩვეულებრივ ყოველ კვირაში ერთხელ ჩემს ფანებთან სექსი მაქვს. როდესაც საქმე აღმოსავლეთ ევროპელ გოგონებთან მაქვს, მათ ვეუბნები: „ჩემი შემოსავლიდან ნახევარი აიღე“.

ერთხელ ფედერერის წინააღმდეგ ვთამაშობდი და ჩემი ყურადღება ტრიბუნებზე წარმოუდგენლად ლამაზმა გოგომ მიიპყრო. იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ სამწუხარო იყო მოედანზე დარჩენა, მერჩივნა მისთვის დამერეკა და სასმელზე დამეპატიჟებინა, - თქვა კირგიოსმა.

0.124298