ფეხბურთი

12:58 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სომეხი ფეხბურთელი: "ჯანოს "ბარსელონაში" რომ ეთამაშა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა"

სომხეთის ნაკრებისა და ერევნის „პიუნიკის“ ფეხბურთელი არაზ ოზბილიზი მიიჩნევს, რომ ჯანო ანანიძეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოობა შეეძლო. სომეხი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მოსკოვის „სპარტაკმა“ ჯანოს შესაძლებლობების რეალიზებაში ხელი შეუშალა.

„ჯანოს სტილის და ხარისხის მქონე ფეხბურთელებს სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები, რომ რეალიზება სრულად მოახერხონ. შეაგდეთ ის „ბარსელონაში“, რომელიც მის სტილსა და ფილოსოფიაში ჯდება, ჯანო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.

მისი ტექნიკით შეეძლო უფრო მაღალ დონეზე ეთამაშა. მაგრამ, როდესაც ისეთ გუნდში ხარ, რომელსაც ბურთი იშვიათად აქვს, უმეტესად დაცვაში თამაშობს, ძნელია ამის გაკეთება“, - თქვა ოზბილიზმა Sport24.ru-სთან.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე და არაზ ოზბილიზი „სპარტაკში“ თანაგუნდელები 2013-2015 წლებში იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101335