ფეხბურთი

10:26 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვების გოლი: გიორგი ნემსაძემ პატარა "დანდი" შოტლანდიის თასის ფინალში გაიყვანა (+VIDEO)

საფეხბურთო კლუბი „დანდი“ არასდროს ყოფილა წარმატებებით განებივრებული და ოქროს ხანაც შორეულ 60-იან წლებში ედგა.

შოტლანდიური კლუბი ჩვენში უპირველესად ქართველ ფეხბურთელებთან ასოცირდება. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში გიორგი ნემსაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და თემურ ქეცბაია „დანდის“ ღირსებას იცავდნენ და ადგილობრივ ქომაგებში პატივისცემა მოიპოვეს.

მეტიც, ნემსაძე დღემდე „დანდის“ ლეგენდებშია. საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანს ძალზე მნიშვნელოვანი გოლიც აქვს გატანილი, რამაც მოკრძალებული გუნდი შოტლანდიის თასის ფინალში გაიყვანა.

2003 წლის 20 აპრილს, ნახევარფინალში (ერთმატჩიანი იყო) „დანდი“ გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ „ინვერნესს“ გაეჯიბრა და შეხვედრის ბედი გიორგიმ გადაწყვიტა. 78-ე წუთზე ნემსაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გოლით „დანდიმ“ შოტლანდიის თასის ფინალს უწია, სადაც შოთა არველაძის „რეინჯერსთან“ ბრძოლაში (0:1) წააგო.

0.148513