თამაშგარე

23:34 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მართლა ასეთი ქალი ვარ?!" - ულამაზეს რუს სპორტსმენს ესკორტ გოგონას სამსახური შესთავაზეს

ულამაზესმა რუსმა სიგრძეზე მხტომელმა დარია კლიშინამ განაცხადა, რომ ციტა ხნის წინ ესკორტ გოგონას (გოგონა გამოძახებით ინტიმური ურთიერთობისთვის - რედ) სამსახური შესთავაზეს.

29 წლის რუსის განცხადებით, რომელიც ორგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია, ერთ-ერთი ამერიკელი პიროვნება თვეში 200 000 დოლარს სთავაზობდა.

„შემომთავაზეს ესკორტის სამსახური. მესიჯი მომივიდა უცნობი ადამიანისგან, ამერიკელისგან. თავიდანვე უარი გავნაცხადე, „ბოდიში, მაგრამ არ მაინტერესებს“. შემდეგ განაგრძო საუბარი, ეკონომიკური პირობები არ ვიცოდი და მითხრა, რომ თვეში 200 ათას დოლას გადამიხდიდა. დავფიქრდი: „ნუთუ, მართლა ისეთი ქალი ვარ, ვინც ასეთ რამეს გააკეთებს?“ ეს დაახლოებით ნახევარი წლის წინ მოხდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი“, - თქვა კლიშინამ.

0.112972