ფეხბურთი

16:47 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალი პროტოკოლი სერია A-ში: მსაჯებთან პროტესტის ფორმა შეიცვლება

იტალიაში შეიმუშავეს ახალი პროტოკოლი, რომლის დაცვა სეზონის განახლების შემთხვევაში ფეხბურთელებს და ზოგადად, კლუბებს მოუწევთ.

როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რამდენიმე შეზღუდვა იმოქმედებს, მათ შორის, ფეხბურთელებს მსაჯებთან ჩვეულებრივ პროტესტის უფლება არ ექნებათ. თამაშის დაწყებამდე გუნდური ფოტოს გადახება აიკრძალება, ხოლო მსაჯებთან პრეტენზიების გამოთქმა მხოლოდ და მხოლოდ 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვით იქნება დაშვებული.

გარდა ამისა, იმოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვაც, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზეც, რომელთაც სტადიონზე შესვლამდე თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, სერია A-ს განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ აპენინზე 28 მაისს უნდა იმსჯელონ და სავარაუდოდ, ბევრ რამ იმ შეხვედრაზე გაირკვევა.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110693