ფეხბურთი

13:22 | 22.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" პოგბას დაბრუნების თაობაზე მინო რაიოლასთან მოლაპარაკება დაიწყო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა „იუვენტუსში“დაბრუნდეს. Le10sport–ის ინფორმაციით ტურინული გრანდი აღნიშნულის შესახებ უკვე დაუკავშირდა ფრანგი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას.

წყაროს ცნობით, პოგბას გადაბირება „რეალს“ და „პარი სენ ჟერმენსაც“ სურს, რომლებც მზად არიან „მანჩესტერის“ ფინანსური მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ. თუმცა, თავად ფეხბურთელს ყოფილ კლუბში დაბრუნება უნდა.

აქვე გეტყვით, რომ „ბებერ ქალბატონს“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მირალემ პიანიჩი დატოვებს, რომელიც „ბარსელონაში“ გადასვლაზე საბოლოოდ თანახმაა და პოგბა სწორედ მის შემცვლელად განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121362