თამაშგარე

11:55 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგის ზეიმის მოყვარე ცოლი

მას შემდეგ, რაც რომის “ლაციომ“ გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის მწვრთნელის სიმონე ინძაგისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სიმონეს ცოლი, გაია ლუკარელო ამ ამბავმა იმდენად აღაფრთოვნა, რომ დიდი ზეიმის მოწყობა გადაწყვიტა და მეტად ორიგინალურად განახორციელა.

გაიამ გაითვალისწინა იტალიაში არსებული ჯერ კიდევ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და რაკი ბევრი ხალხის ერთად შეკრება არ შეეძლო, მეგობრებსა და ნათესავებს სასმელ-საჭმელი სახლებში გაუგზავნა და ინტერნეტის საშუალებით დისტანციურად, ოღონდ მაინც გრანდიოზულად აღნიშნეს სიმონესადმი რომაული კლუბის მიერ გამოცხადებული ესოდენ დიდი ნდობა.

სხვათაშორის გაია ლუკარელო მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში საკმაოდ დახელოვნებული ქალია. ერთი ხანობა მას მეგობრებთან ერთად იმიჯმეიკერული ფირმაც კი ჰქონდა გახსნილი და სხვისთვის რჩევების მიმცემი ქალი საკუთარი ქმრის თუნდაც მცირე წარმატების ორიგინალურად აღნიშვნას რაიმენაირად კი მოახერხებდა...

0.179353