ფეხბურთი

0:05 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ასეთი არაფერი ყოფილა" - ვან ნისტელროი კაპელოს ტყუილში ადანაშაულებს

ვეტერანი თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი ფაბიო კაპელოს განცხადებას გამოეხმაურა და ინფორმაცია უარყო. იტალიელმა თქვა, რომ ერთხელ, „რეალში“ მუშაობისას რონალდოს შესახებ ვან ნისტელროიმ უთხრა, რომ გასახდელში ალკოჰოლის სუნი იყო.

თუმცა, რუუდმა სოციალურ ქსელში ეს ცნობა უარყო და აღნიშნა, რომ ყველა ფეხბურთელი მაქსიმალური პროფესიონალიზმით მუშაობდა.

„ვნახე ფაბიო კაპელოს განცხადება, რომლის თანახმად მე ვუთხარი, თითქოს გასახდელში ალკოჰოლის სუნი იდგა. მინდა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარვყო. იმ გასახდელში პირველივე დღიდან მაქსიმალური პროფესიონალიზმი სუფევდა. პირველიდან ბოლო თანაგუნდელამდე, ყოველთვის ვმუშაობდით და პატივს ვცემდით კლუბს მაქსიმალური პროფესიონალიზმით“, - დაწერა ნიდერლანდელმა.

0.133646