ფეხბურთი

23:40 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეზონი უნდა დასრულდეს - იტალიაში გადაწყვეტილება მიიღეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში პროფესიონალურ დონეზე საფეხბურთო სეზონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ს, სერია B-ს, სერია C-ს 2019-2020 წლების სეზონი 20 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სეზონების განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ 20 ივნისს შეწყვეტილი ჩემპიონატები აპენინის ნახევარკუნძულზე განახლდება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, ლიგა და მთავრობა აღნიშნულ საკითხზე 28 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელებს და მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი, „იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის კი სკუდეტოთვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული.

თეგებისერია A
0.110226