ფეხბურთი

18:18 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კლასი, ხარისხი და ინტელექტი ბუნებამ მისცა" - ლიპიმ ყოფილი შეგირდებიდან საუკეთესო დაასახელა

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ზინედინ ზიდანი საუკეთესოდ დაასახელა, ვისთანაც უმუშავია.

ლიპის აზრით, ზიდანს ბუნებისგან ყველაფერი თანდაყოლილი ჰქონდა.

„მქონდა შესაძლებლობა, რომ დიდ გუნდებში, არაერთ დიდებულ ფეხბურთელთან მემუშავა. საუკეთესო რომელი მყავდა? ზიდანი. ყველაზე ძლიერი იყო, რადგან ბუნებამ კლასი, ხარისხი და ინტელექტი მისცა“, - განაცხადა ლიპიმ Cadena Ser-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მარჩელო ლიპი ზინედინ ზიდანს ტურინის „იუვენტუსში“ წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108649