ფეხბურთი

17:14 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "ჩვენთვის კარგი იქნება თუ ლაუტარო "ბარსელონაში" გადავა"

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი ლაუტარო მარტინესის „ბარსელონაში“ გადასვლის მომხრეა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, არგენტინის ნაკრებისთვის უკეთესი იქნება, თუ ლიონელ მესი და ლაუტარო ერთად ითამაშებენ.

„თუ ლაუტაროს მესისთან ერთად გუნდში თამაშის შესაძლებლობა ექნება, ჩვენთვის უკეთესია. ის არის თავდამსხმელი, რომელზეც იმედს მომდევნო რამდენიმე წელი ვამყარებთ და იმედი გვაქვს, რომ მოლოდინს გაამართლებს.

შესანიშნავი თავდამსხმელია და დიდ გუნდში უნდა ითამაშოს. თუმცა, უკვე არის დიდ გუნდში, მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, შესაბამისად, რთული იქნება მისი „ინტერიდან“ წაყვანა. თუ გუნდს შეიცვლის, იმედია სწორ არჩევანს გააკეთებს“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი შემტევით „ბარსელონა“ სერიოზულადაა დაინტერესებული და ლუის სუარესის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119836