თამაშგარე

12:44 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ჭორები მარია ერნანდესის გარშემო

ამ სამი წლის წინ რომელ ცნობილ მამაკაცთან არ აკავშირებდნენ ესპანელი ტელეწამყვანის - მარია ერნანდესის ბედს... ჯერ იძახდნენ კრიშტიანუ რონალდუს ყვარობს და მადრიდში ჩუმჩუმად ხვდებიანო. მერე, როდესაც მარიას და რუბენ კასტროს რომანი გამომზეურდა, იმასაც კი იძახდნენ, რუბენ კასტროს პარალელურად ერნანდესის ქალი სერხიო ნავაროსთან დაძვრებაო.

ამ ყველაფერს მარია ცხადია უარყოფდა და კოლეგა ჟურნალისტებს ერთი პერიოდი კიდეც შემოსწყრა - რა იყო თქვე ოხრებო, ჩემზე მოიცალეთ ყველამო... მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ მარიას საავტორო გადაცემაც დაუხურეს და მისადმი ინტერესიც ერთმნიშვნელოვნად მინელდა.

და აი ახლა, როდესაც პანდემიის შემდგომი “ძილისგან“ ესპანეთიც იღვიძებს, პირინეაზე გავრცელდა ჭორი, რომ მარია ერნანდესი საერთოდ ლესბოსელია და ცნობილ მამაკაცებთან რომანებზე ჭორებს თავად ავრცელებს “კაცთმოყვარე“ ქალის იმიჯი რომ შეიქმნასო. მოდი ახლა და გაიგე ტყუილ-მართალი...

0.113265