ფეხბურთი

11:17 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა 7-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიაში დაბრუნდეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელის დამატების საკითხს „ინტერი“ განიხილავს.

მას შემდეგ, რაც მილანელებმა დრის მერტენსის გადაბირება ვერ შეძლეს, რომელმაც „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ახალი ფორვარდის ვარიანტზე დაიწყეს მუშაობა.

კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და რთული წარმოსადგენია, რომ მხარეები თანამშრომლობას განაახლებენ. ანტონიო კონტე კი, კავანის ტრანსფერს მიესალმება და წინააღმდეგი არ იქნება თუ „მატადორის“ „ნერაძურის“ რიგებში ჩაირიცხება.

შეგახსენებთ, კავანიმ სახელი სწორედ იტალიაშ გაითქვა, სადაც 2007-2013 წლებში ჯერ „პალერმოს“, შემდეგ კი „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.

0.132885