ფეხბურთი

10:20 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დაუფასებელი მეომარი იყო" - კახა კალაძე სერია A-ს ყველა დროის სიმბოლურში

პოპულარულმა ვებგვერდმა Football-Italia-მ იტალიის სერია A-ს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სიმბოლურში კახა კალაძე მოხვდა.

„მილანისა“ და „ჯენოას“ ყოფილი მცველი ისეთ სახელოვან ფეხბურთელებთან ერთად გამოარჩიეს, როგორებიც პაველ ნედვედი, ანდრეი შევჩენკო, დეიან სტანკოვიჩი, ზბიგნევ ბონიეკი არიან.

„საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის „მილანის“ ერთ-ერთი დაუფასებელი მეომარი. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უდავოა, რომ მისი უნივერსალური თვისებები არის ის, რამაც საშუალება მისცა დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე ეთამაშა და „მილანში“ 284 მატჩი ჩაეტარებინა პაოლო მალდინის, ალესანდრო ნესტას, მარკოს კაფუს და იააპ სტამის გვერდით. კალაძის ამ სიაში მოხვედრა ასევე გამართლებულია მისი ტიტულების გამო, რადგან „მილანთან“ ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული, უეფას ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო თასი“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კახა კალაძე „მილანის“ ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა და 284 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. 2010-2012 წლებში კი კიდევ ერთ იტალიურ გუნდში, „ჯენოაში“ ითამაშა წარმატებით, რომლის რიგებში ჩატარებულ 56 მატჩი თავი ორჯერ გამოიჩინა.

სერია A-ს აღმოსავლეთ ევროპელების ყველა დროის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

სამირ ჰანდანოვიჩი (უდინეზე, ინტერი) - სლოვენია

კახა კალაძე (მილანი, ჯენოა) - საქართველო

კრისტიან კივუ (რომა, ინტერი) - რუმინეთი

სინიშა მიხაილოვიჩი (რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი) - სერბეთი

ზვონიმირ ბობანი (მილანი) - ხორვატია

დეიან სტანკოვიჩი (ლაციო, ინტერი) - სერბეთი

ვლადიმერ იუგოვიჩი (სამპდორია, იუვენტუსი, ლაციო, ინტერი) - სერბეთი

პაველ ნედვედი (ლაციო, იუვენტუსი) - ჩეხეთი

დეიან სავიჩევიჩი (მილანი) - სერბეთი

ზბიგნევ ბონიეკი (იუვენტუსი, რომა) - პოლონეთი

ანდრეი შევჩენკო (მილანი) - უკრაინა

0.152537