ფეხბურთი

0:43 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ბედი 28 მაისს გადაწყდება

იტალიის სპორტის მინისტრის, ვინჩენცო სპადაფორას განცხადებით, სერია A-ს სეზონის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 28 მაისს მიიღებენ.

როგორც სპადაფორამ აღნიშნა, ლიგასთან, ფეხბურთის ფედერაციასთან და ფეხბურთელების ასოციაციასთან შეხვედრა 28 მაისს დაინიშნა და სწორედ მაშინ გადაწყდება სეზონის ბედი.

შეგახსენებთ, იტალიაში სერია A-ს განახლება 14 ივნისამდე ოფიციალურად აიკრძალა, მაგრამ რა მოხდება შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.

თეგებისერია A
0.113807