ფეხბურთი

21:59 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მესიმ პირადად დაურეკა" - ლაუტარო "ბარსელონას" უახლოვდება

არგენტინული „რასინგის“ ახალგაზრდული გუნდის პრეზიდენტი ხაიმე ფერნანდესი დარწმუნებულია, რომ ლაუტარო მარტინესი „ბარსელონაში“ გადავა.

არგენტინელის განცხადებით, „ინტერის“ ფეხბურთელს ლიონელ მესიმ პირადად დაურეკა და კონტრაქტის გაფორმება გარდაუვალია.

„მესიმ ლაუტაროს დაურეკა და უნდა, რომ მის გვერდით ითამაშოს, ეჭვი არ მეპარება. ამიტომ, ხელშეკრულების გაფორმება გარდაუვალია, ვიცი, რომ „ბარსელონასთვის“ ყველაფერი კარგად იქნება და ლაუტარო სუარესს იდეალურად შეცვლის. „ბარსას“ წყალობით ის გაიზრდება, როგორც ფეხბურთელი, ისე ადამიანი“, - თქვა ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ინტერის“ ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს და მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ზაფხულში დადასტურდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108836