ფეხბურთი

18:40 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ ფანები ახალი შვიდიანის ტრანსფერს ითხოვენ

„ლივერპულის“ ზოგიერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელ Twitter-ში საკუთარი რეაქცია გამოხატა კაი ჰავერცის პერფორმანსზე.

WhoScored-ის სტასტიკაზე დაყრდნობით, 20 წლის გერმანელმა „ბაიერისა“ და „ვერდერის“ დაპირისპირებაში თავისი 5 დარტყმიდან 2 ზუსტად გაგზავნა კარის ჩარჩოში და ორივე მათგანი გატანილი გოლით დასრულდა. გარდა ამისა, ფეხბურთელმა 79,6%-იანი პასების სიზუსტე დააფიქსირა და ბურთს ჯამში 59-ჯერ შეეხო.

„ლივერპულის“ ქომაგებმა სწორედ აღნიშნულის შემდეგ ააგორეს სოციალურ ქსელში კამპანია ჰავერცის საყვარელ გუნდში ხილვის სურვილით.

„ჩვენ გვჭირდება ჰავერცი!!!!!“

„ჰავერცი ჩვენი მომავალი შვიდიანია“

„თუ შემეძლებოდა ამერჩია ფეხბურთელი, რომელსაც „ლივერპულში“ გადავიყვანდი, ეს ჰავერცი იქნებოდა. მისი ტალანტი წარმოუდგენელია.“

„კაი ჰავერცი დაუფასებელია. „ლივერპულში“ მინდა.“

„დაივიწყეთ ვერნერი, კოუტინიო და სხვები... თუ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უნდა ვიყიდოთ, ეს ჰავერცი უნდა იყოს!“

ეს მხოლოდ ნაწილია იმ პოსტებისა, რაც სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო.

შეხვედრაში, რომელშიც ჰავერცმა დუბლი გაიფორმა ლევერკუზენის „ბაიერმა“ სტუმრად ბრემენის „ვერდერი“ 4:1 დაამარცხა. ამომავალი ვარსკვლავის ანგარიშზე, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 23 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104821