ფეხბურთი

17:31 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" იშვიათად ვთამაშობდი, მაგრამ მილიონერი გახვდი" - ვეტერანი ფეხბურთელი კმაყოფილია

კამერუნის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექს სონგმა განაცხადა, რომ იცოდა „ბარსელონაში“ სათამაშო პრაქტიკა დიდი არ ექნებოდა. თუმცა მთავარი ის იყო, რომ კატალონიაში მილიონერი გახდა.

„როდესაც „ბარსელონამ“ კონტრაქტი შემომთავაზა და გავაცნობიერე რამდენს გამოვიმუშავებდი, მეორედ აღარ დავფიქრებულვარ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემს მეუღლესა და შვილებს კომფორტული ცხოვრება ექნებოდათ. შევხვდი სპორტულ დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ ბევრს არ ვითამაშებდი, მაგრამ პრეტენზია არ მქონია, რადგან ვიცოდი, რომ მილიონერი გავხდებოდი“, - აღნიშნა კამერუნელმა.

რეალურად, სონგს „ბარსელონაში“ გადასვლამდე, „არსენალშიც“ შეეძლო სოლიდური თანხის გამომუშავება, მაგრამ მისთვის საკმარისი მაინც არ იყო.

„ბოლო წლებში მხოლოდ ფულის შოვნა დავიწყე. როდესაც ჩემი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ბევრს ვხარჯავდი საჭმელში, მოგზაურობასა და შვებულებაში. ხალხი ფიქრობდა, რომ მილიონერი ვიყავი, მაგრამ ასე არ იყო. მახსოვს, ერთხელ ანრი ვარჯიშზე შესანიშნავი მანქანით მოვიდა და ვიფიქრე, რომ ყველა ფასად მეც უნდა მყოლოდა. წავედი და ზუსტად იგივე შევიძინე, თუმცა ორ თვეში უკან დაბრუნება მომიწია, რადგან მთელი ჩემი ფული ბენზინში იხარჯებოდა“, - თქვა სონგმა.

შეგახსენებთ, რომ სონგი „ბარსელონაში“ 2012-2014 წლებში თამაშობდა და 65 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო 2005-2012 წლებში „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126376