კალათბურთი

16:59 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონიას" სპორტული დირექტორის კომენტარი შენგელიას შესაძლო ტრანსფერზე

„ბასკონიას“ სპორტულმა დირექტორმა ფელიქს ფერნანდესმა თორნიკე შენგელიას შესაძლოა ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

ესპანელმა უბრალოდ აღნიშნა, რომ თორნიკეს გუნდთან კონტრაქტი აქვს.

„შენგელია ჩვენი კაპიტანია და მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს“, - განაცხადა ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ და „ოლიმპია მილანო“ იჩენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118423