თამაშგარე

12:15 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ გასკოინმა ფერგიუსონს წარსული გაუხსენა

გადარეული პოლ გასკოინის სახელი ვინც არ იცის, მას არც ინგლისური ფეხბურთის რაობა სცოდნია. ამ ერთ დროს უდავოდ ნიჭიერად აღიარებულ მობურთალს ხშირად იხსენებენ როგორც დაკარგულ ტალანტს და ამასწინათ ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმაც განაცხადა - პოლს ჩემს გუნდში რომ ებურთავა, ცხოვრება სულ სხვაგვარად წაუვიდოდაო...

დიადი მწვრთნელის ამ განცხადებას გასკოინი მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც “ფერგის“ “მანიუ“ იყო მორალურად მასზე ბევრად წინ მდგომი, რადგან ფერგიუსონის შეგირდებიდან რაინ გიგზი საკუთარ ძმის ცოლს საყვარლობდა, რუნი ცოლს ასაკოვან ქალთან ღალატობდა და ერიკ კანტონამ კი ქომაგი კინაღამ ცემით მოკლაო.

რაც შეეხება საკუთრივ გასკოინის “გმირობებს“... შეგახსენებთ, რომ პოლი ფეხბურთელობის დროსაც ჩამოყალიბებული ალკოჰოლიკი იყო და გვარიანად გალეშილს ცოლიც არაერთხელ მიუბეგვავს. ამას გარდა გამუდმებით არღვევდა სპორტულ რეჟიმს და გულშემატკივრებისთვის გინება და ცემა-ტყეპა არც მას დაუკლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115811