ფეხბურთი

20:05 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში მცირე ჯგუფებით ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებენ

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ხვალიდან გუნდური ვარჯიშების ჩატარება შეუძლიათ. კლუბების, ექიმებისა და მთავრობის წარმომადგენლები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ 19 მაისიდან საწვრთნელი პროცესი მცირე ჯგუფებით და უსაფრთხოების აუცილებელი ზომებით დაშვებული იქნება.

ეს არის პირველი ნაბიჯი სეზონის განახლებისკენ, რომლის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ 1 ივნისიდან ინგლისში სპორტული აქტივობების ჩატარება ნებადართული იქნება.

„დღეს პრემიერლიგამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდენ მცირე ჯგუფებით საწვრთნელი პროცესი განახლდეს და ეს პირველი ნაბიჯია სეზონის განახლებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთისგან დისტანციის დაცვა მოუწევთ და ჯერ კიდევ შეზღუდულია კონტაქტური ვარჯიში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116285