თამაშგარე

10:05 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

70 წლის უკრაინელი ყოფილი ფეხბურთელი შვილის მოლოდინშია

საბჭოთა კავშირის ეპოქის ფეხბურთის მომსწრეებმა ალბათ კარგად უწყიან თუ ვინაა ანატოლი კონკოვი. ეს 70 წელს მიტანებული პაპა-კაცი თავის დროზე კიევის “დინამოს“ მცველი გახლდათ და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ეპოქის დონითა და სტანდარტებით საკმაოდ კარგ ფეხბურთელადაც ითვლებოდა.

კონკოვი თავის დროზე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო და კორუფციაში მისი არაერთხელ დადანაშაულების გამო ძლივს გადაურჩა დაჭერას. თუმცა ამჯერად ამ მრავლისმნახველმა ოღრაშმა კაცმა საზოგადოებას თავი პირადი ცხოვრების დეტალით შეახსენა და ეს დეტალი სხვათაშორის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

70 წლის ანატოლი კონკოვი ამ ასაკში მამა გახდება. როგორც მისი 34 წლის ცოლი მარია ამბობს, ამ ფაქტს კონკოვი დიდი სიხარულით შეხვდა და ისიც კი უთქვამს, რომ ბოლოს ასეთი სიხარული მაშინ განიცადა, როდესაც ამ ორი წლის წინ (იგივე მარიასთან) კიევ-პეჩორის ლავრაში მასზე ორჯერ უმცროს ქალზე წარმატებულად იქორწინა.



0.126081