ისტორია

11:34 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

18 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 – დაიბადა ნორბერტ (ნობი) პიტერ სტაილზი. ინგლისის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედის” (1960-71), “მიდსლბროს” (1971-73) და “პრესტონ ნორთ ენდის” (1973-75) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი. ინგლისის ნაკრების 28 მატჩში გაიტანა ერთი გოლი. 1968 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ინგლისის ჩემპიონი (1965, 1967) და თასის მფლობელი (1963). 1965 და 1967 წლებში დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. საკლუბო დონეზე ჩაატარა 414 მატჩი, გატანა 20 გოლი. ინგლისელ ფეხბურთელთაგან, სტაილზთან ერთად, მხოლოდ ბობი ჩარლტონმა და იან კალაგანმა მოახერხეს მსოფლიო პირველობისა და ჩემპიონთა თასის მოგება. სტაილზი წვრთნიდა “პრესტონ ნორთ ენდს” (1977-81), “ვანკუვერს” (1981-84), “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” (1985--86).

მნიშვნელოვანი ფაქტები

1959 - ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, ჯიმი გრივზის დებიუტი შედგა. იმ მატჩში, ინგლისელები პერუს გუნდთან დამარცხდნენ (1:4).

1960 - გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” მადრიდის “რეალმა” გერმანიის მაინის ფრანკფურტის “აინტრახტი” 7:3 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. მადრიდელთაგან გოლები ალფრედო დი სტეფანომ (სამი) და ფერენც პუშკაშმა (ოთხი) გაიტანეს. “რეალი” (გუნდს მიგელ მუნიოსი წვრთნიდა): დომინგესი, მარკიტოსი, სანტამარია, პაჩინი, ვიდალი, სარაგა, კანარიო, დელ სოლი, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო. შეხვედრას 135 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1961 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ბირმინგემის “ასტონ ვილას” 2:0 მოუგო. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. ორივე გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა.

1977 - ტურინის “იუვენტუსმა” UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, ბილბაოში “ატლეტიკოსთან” 1:2 წააგო, მაგრამ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული და საპატიო პრიზი მოიპოვა. პაექრობა ბილბაოს “სან მამესის” სტადიონზე ჩატარდა და მას 43 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1977 - თბილისში “დინამოს” სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უნგრეთს 2:0 სძლია. ბურთები ბურიაკმა და ბალინტმა (საკ. კარში) გაიტანეს. ქართველთაგან მატჩში მონაწილეობა შოთა ხინჩაგაშვილმა და დავით ყიფიანმა მიიღეს. შეხვედრას 75 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1981 - ამერიკელმა მძლეოსანმა რობერტო ნეჰემიამ 110 მეტრი თარჯრბენით პირველმა გაირბინა 13 წამზე ნაკლებ დროში.

1983 - ბრიუსელის “ანდერლეხტმა” UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, ლისაბონში “ბენფიკასთან” 1:1 ითამაშა (პირველი შეხვედრა ბელგიელებმა 1:0 მოიგეს) და საპატიო პრიზი მოიპოვა. თამაში ლისაბონის “ესტადიო და ლუჟზე” ჩატარდა და მას 80 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1988 - ლევერკუზენის “ბაიერმა” UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, ბარსელონას “ესპანიოლს” 3:0 მოუგო. პირველი შეხვედრა ანალოგიური ანგარიშით ესპანელებმა მოიგეს. პენალტების სერიაში კი, ლევერკუზენელებმა იმარჯვეს და საპატიო თასი მოიპოვეს.

1994 - “მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ათენის “ლუის სპიროსის” სტადიონზე, 70 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “ბარსელონას” 4:0 სძლია. გოლები მასარომ (2), სავიჩევიჩმა და დესაიმ გაიტანეს.

2005 - მოსკოვის ცსკა-მ UEFA-ს თასის გათამაშების ფინალში, ლისაბონის “ჟოზე ალვალადეს” სტადიონზე 46 ათასი მაყურებლის თანდასრებით, ადგილობრივ “სპორტინგს” 3:1 მოუგო და პირველი რუსული კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასი მოიპოვა.

2007 - საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი რუსთავის “აზოტმა” მოიგო. მანამდე რუსთაველებს ოთხჯერ ჰქონდათ ნათამაშები ტურნირის ფინალში, თუმცა მიზანს მხოლოდ მეხუთე ცდაზე მიაღწიეს. ფინალურ სერიაში, “აზოტმა” თბილისის “ავიამშენი” დაჯაბნა (85:75; 86:75; 85:63). მესამე ადგილზე კი თსუ გავიდა, რომელმაც თბილისის “დინამოსთან” გამართულ პაექრობაში იმარჯვა.

2008 - კანადაში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრებმა კანადას 5:4 სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მასპინძელი ილია კოვალჩუკი აღიარეს.

2010 - მონტევიდეოს “პენიაროლი” 41-ედ გახდა ურუგვაის საფეხბურთო ჩემპიონი.

2011 - უეფას ევროპის ლიგის დუბლინის ფინალში “პორტუმ” “ბრაგას” 1:0 მოუგო და თავის ისტორიაში მეორედ იმარჯვა ამ ტურნირში. პორტოელთა დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირი მოიგო. იმ დღეს ვილაშ-ბოაში 33 წლისა და 213 დღის ასაკისა იყო.

2013 - ჰაინეკენის თასის ფინალში, დუბლინში, ფრანგულმატულონმა” 16:15 დაამარცხაფრანგულიკლერმონი”. ჯილდო გუნდთან ერთად დავიდ ქუბრიაშვილმა მოიპოვა, ”კლერმონისრიგებშითამაშობდადავით ზირაქაშვილი. ქუბრიაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც უპირველესი ევროპულისაკლუბოჯილდო მოიპოვა. ის მოედანზე 77 წუთზე შევიდა კარლ ჰაიმანის (3) ნაცვლად.

ამ დღეს დაიბადნენ

1909 - ფრედ პერი. ინგლისელი ჩოგბურთელი. უიმბლდონის ტურნირის სამგზის ჩემპიონი (1934-36).

1918 - ფრანიო ვოლფლი. 1930-50-იან წლებში იუგოსლავიისა და ხორვატიის ნაკრებების ფორვარდი. 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. იყო ზაგრების “დინამოს” კაპიტანი. ორ-ორჯერ გახდა ხორვატიისა და იუგოსლავიის ჩემპიონი. ორჯერ მოიპოვა იუგოსლავიის თასი და ორჯერვე გახდა იუგოსლავიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

1933 - ვიქტორ ბუშუევი. საბჭოთა ძალოსანი. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1957-59).

1938 - იგორ-ტერ ოვანესიანი. სიგრძეში ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონი. არაერთი მაღალი კლასის მძლეოსნის აღმზრდელი.

1942 - ნორბერტ (ნობი) პიტერ სტაილზი. ინგლისის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედის” (1960-71), “მიდსლბროს” (1971-73) და “პრესტონ ნორთ ენდის” (1973-75) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი. ინგლისის ნაკრების 28 მატჩში გაიტანა ერთი გოლი. 1968 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ინგლისის ჩემპიონი (1965, 1967) და თასის მფლობელი (1963). 1965 და 1967 წლებში დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. საკლუბო დონეზე ჩაატარა 414 მატჩი, გატანა 20 გოლი. ინგლისელ ფეხბურთელთაგან, სტაილზთან ერთად, მხოლოდ ბობი ჩარლტონმა და იან კალაგანმა მოახერხეს მსოფლიო პირველობისა და ჩემპიონთა თასის მოგება. სტაილზი წვრთნიდა “პრესტონ ნორთ ენდს” (1977-81), “ვანკუვერს” (1981-84), “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” (1985--86).

1947 - ვლადიმირ იურინი. მოსკოვის “ტორპედოს” ნახევარმცველი. იყო გუნდის კაპოტანი. 1976 წლის საგაზაფხულო პორველობაზე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1972 წელს დაეუფლა საკავშირო თასს.

1949 - უგო სოტილი. პერუს ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდი. 1975 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის (1970, 1978) მონაწილე. პერუს ნაკრების 62 მატჩში გაიტანა 18 გოლი. “ბარსელონას” შემადგენლობაში 1974 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

1949 - ზე მარია. 1968-78 წლებში ბრაზილიის ნაკრების მცველი. მსოფლიო 1970 წლის ჩემპიონი (მექსიკის მუნდიალზე განაცხადში იყო). ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 48 მატჩი. გულშემატკივრებმა “სუპერ ზე” შეარქვეს.

1949 - ჟორჟ ლეეკენსი. ბელგიის ნაკრებისა და “ბრიუგეს” მცველი. ბელგიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1997-99 წლებში სათავეში ედგა ბელგიის ნაკრებს. გუნდს ხელმძღვანელობდა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე.

1950 - როდნი მილბერნი. ამერიკელი მძლეოსანი. 110 მეტრზე თარჯრბენში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1951 - ანჟელა ვოიგტი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1954 - ჯიმი კეისი. 1973-81 წლებში “ლივერპულის” ნახევარმცველი. სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი, თითოჯერ უეფას თასი და ევროპის სუპერთასი. ინგლისის ოთხგზის ჩემპიონი. 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში “დინამოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა თასის განმეორებით მეთექვსმეტედფინალურ მატჩში ითამაშა. შეხვედრა ქართველებმა 3:0 მოიგეს.

1960 - იარი კური. ფინეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. უეინ გრეცკის პარტნიორი “ედმონტონ ოილერზსა” და “ლოს ანჯელს კინგზში”.

1971 - ბრედ ფრიდელი. აშშ-ს ნაკრების, “გალათასარაის” (1995-96), “ლივერპულის” (1997-2000), “ბლექბერნის” (2000-08) და “ასტონ ვილას” (2008 წლიდან) მეკარე. 1996 წელს დაეუფლა თურქეთის თასს. 2002 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი. 1999 წლის კონფედერაციათა თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. აშშ-ს ნაკრებში ჩაატარა 82 მატჩი.

1975 - ირინა კარავაევა. ბატუტზე ხტომაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1977 - დენი მილსი. ინგლისის ეროვნული და 21 წლამდელთა ნაკრებების, “ჩარლტონის,” “ლიდსისა” და “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი.

1977 - ლი ჰენდრი. შოტლანდიის ნაკრებისა და ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფეხბურთელი.

1978 - რიკარდუ კარვალიუ. პორტუგალიის ნაკრების, “პორტუს”, ლონდონის “ჩელსის”, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2004) და UEFA-ს თასის მფლობელი (2003). 2003 წელს დაასახელეს პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად. პორტუგალიისა (2003, 2004) და ინგლისის (2005, 2006, 2010) ჩემპიონი. პორტუგალიის თასის (2003), ინგლისის ლიგის (2005, 2007) და საფეხბურთო ასოციაციის (2007, 2009, 2010) თასების მფლობელი, აგრეთვე ინგლისის სუპერთასის (2005, 2009) გამარჯვებული. 2008 წელს დაასახელეს “ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელად. ესპანეთის ჩემპიონი (2012) და თასის მფლობელი (2011). ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი (2004). შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 75 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1938 - ძიგარო კანო. იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წევრი. ძიუდოს ფუძემდებელი და ჭიდაობის ამ სახეობაში სპორტული ასპარეზობის წესების შემმუშავებელი. კანო 78 წლის ასაკში ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გარდაიცვალა.

0.125491