ფეხბურთი

10:37 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგას სარეკორდო რაოდენობის ტელემაყურებელი ჰყავდა

ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლებულმა ბუნდესლიგამ რეკორდი დაამყარა. როგორც ცნობილი გახდა, 26-ე ტურის შაბათს გამართულ ექვს შეხვედრაში 6 მილიონი ტელემაყურებელი ჰყავდა.

ეს კი, გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. აქედან 3,680,000 მაყურებელი შაბათის 17:30-საათიან შეხვედრებს ჰყავდა, რაც ორჯერ მაღალი მაჩვენებელი გამოდგა, ვიდრე ჩვეულებრივ დროს ფიქსირდებოდა.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგა პირველი ჩემპიონატია, რომელიც პანდემიით გამოწვეულ პაუზის შემდეგ განახლდა.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113132