ფეხბურთი

12:03 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბუნდესლიგა ჩვენთვის მაგალითია"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გერმანიის ბუნდესლიგის განახლების ფაქტს გამოეხმაურა და სამაგალითო უწოდა. მისი განცხადებით, მალე ესპანეთის ჩემპიონატიც განახლდება.

„იმედი მაქვს, რომ ყოველდღე ვითამაშებთ, ორშაბათსაც. მაყურებლის პრობლემაარ წარმოიქმნება, რადგან დახურულ კარს მიღმა ვითამაშებთ. ჩვენ შეშფოთებული ვართ ინფექციით, მაგრამ ვარჯიშის დროს დაინფიცირება თითქმის შეუძლებელია.

როგორც იქნა უიქ-ენდი ფეხბურთით გვქონდა. მინდა კომპლიმენტი ვუთხრა ჩემს გერმანელ კოლეგებს ძალისხმევისთვის და იმისთვის, რაც გააკეთეს. მათთან ერთად ვიმუშავებთ პროტოკოლზე, ეს მაგალითია,რაც ვნახეთ გერმანიაში და რასაც ესპანეთში ვნახავთ“, - თქვა ტებასმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112996