ფეხბურთი

0:50 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სარისთან ლაპარაკი მხოლოდ შხაპის მიღებამდე შეიძლება" - კიელინი სარის შესახებ წიგნში წერს

„იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ავტობიოგრაფიულ წიგნში, „მე ჯორჯო“, მაურიციო სარის შესახებ წერს. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, სარისთან გასაუბრება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ შხაპის მიღებას აპირებ.

„ერთადერთი, რასაც სარიში ვერავინ შეცვლის სიგარეტზე დამოკიდებულებაა. მის კაბინეტში მასთან დალაპარაკება მხოლოდ შხაპის მიღებამდეა შესაძლებელი, ისიც სავარჯიშო ტანსაცმლით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სიგარეტის კვამლის სუნში გაეხვევით.

ფეხბურთს რაც შეეხება, ყოველთვის სრულყოფილებას ეძებს, მაგალითად 100%-ით ბურთის ფლობა მეტოქის ნახევარზე. ცხადია ეს სუფთა უტოპიაა, მაგრამ ალბათ სწორედ ისაა, რამაც იქამდე მოიყვანა, სადაც ახლაა“, - წერს კიელინი.

შეგახსენებთ, მაურიციო სარი „იუვენტუსს“ 2019 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109742