ფეხბურთი

0:07 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის არანორმალური შედეგი - 40 გოლი ზედიზედ ხუთი სეზონი

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 40 გოლი გაიტანა. პოლონელი ფეხბურთელი უკვე ზედიზედ 5 სეზონია აღნიშნულ შედეგს აფიქსირებს.

რობერტმა 40-დან 26 გოლი ბუნდესლიგაში მიითვალა, 11 ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 3 გერმანიის თასზე.

საინტერესოა, რომ კარიერის რეკორდამდე ლევანდოვსკის 3 გოლი აშორებს, რადგან მისი მაქსიმუმი 2016-2017 წლების სეზონში 43 გოლი იყო.

ბოლო ხუთ სეზონში კი ყველა ტურნირის გათვალისწინებით ასეთი შედეგიანობით ირჯება:

2015-2016 წლების სეზონი: 42 გოლი

2016-2017 წლების სეზონი: 43 გოლი

2017-2018 წლების სეზონი: 41 გოლი

2018-2019 წლების სეზონი: 40 გოლი

2019-2020 წლების სეზონი (ჯერ კიდევ გრძელდება): 40 გოლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.451699