ფეხბურთი

21:33 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთის ნაცვლად ორი ფეხბურთელი და 25 მილიონი: "იუვე" და "ბარსა" გაცვლაზე შეთანხმდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ. Sport-ის ცნობით, მირალემ პიანიჩი და მატია დე შილიო კარიერას ესპანეთში გააგრძელებენ, ხოლო ნელსონ სემედუ - იტალიაში.

გარდა ამისა, პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე (50 მილიონი ევრო), „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ 25 მილიონ ევროს გადაუხდის.

კატალონური გამოცემა ირწმუნება, რომ კლუბები უკვე შეთანხმდნენ და გარიგება სეზონის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან, ხოლო დე შილიო 2017 წლიდან თამაშობს. რაც შეეხება სემედუს, პორტუგალიელი „კამპ ნოუზე“ 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა.

0.112358