ფეხბურთი

18:33 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი: "მანჩესტერისთვის" პარკი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც რონალდუ"

„დერბი ქაუნთის“ ვეტერანმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ პარკ ჯი-სუნი ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, როგორც კრიშტიანუ რონალდუ.

„ჩემთვის წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო. 12 წლის ბავშვი, რომ ახსენებს კრიშტიანუ რონალდუს, დაუყოვნებლივ ვპასუხობ: „რა თქმა უნდა, „მანჩესტერისთვის“ ფანტასტიკური მოთამაშე იყო“, მაგრამ თუ პარკ ჯი-სუნს ვეტყვი, მას არ კი იცნობენ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველამ, ვინც პარკთან ერთად ვითამაშეთ, ვიცით, რომ ისეთივე მნიშვნელოვანი იყო გუნდის წარმატებისთვის, როგორც კრიშტიანუ რონალდუ. ყველას გვახსოვს რა გაიღო პარკმა იმ გუნდისთვის და მსხვერპლზე მიდიოდა და ყველანაირი თვალსაზრისით. ასეთი ფეხბურთელები და არა ვარსკვლავები, ფეხბურთის ფუნდამენტური ნაწილია“, - განაცხადა რუნიმ Times-სთან.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეელი პარკ ჯი-სუნი „მანჩესტერის“ ღირსებას 2005-2012 წლებში იცავდა და 205 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108363