სხვა

10:25 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძემ UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა! (+VIDEO)

ფლორიდაში, ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მესამე ბრძოლა გამართა და ისევ გამარჯვება მოახერხა. ჩვენებური მექსიკელ ირვინ რივერას გაეჯიბრა და საკმაოდ ადვილად სძლია.

ჭიკაძე უპირატესობას ფლობდა და მსაჯებმა გამარჯვებაც ერთხმად, სრულიად დამსახურებულად მიანიჭეს.

აქვე გეტყვით, რომ გიგა ჭიკაძის ბალანსი UFC-ში კვლავ ჩინებულია: 3 გამარჯვება და არცერთი მარცხი!

შეგახსენებთ, ჭიკაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140865