ფეხბურთი

12:51 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოედანზე დაბრუნება 2 თვის შემდეგ და წითელი ბარათი 4 წუთში

გერმანიის I ბუნდესლიგის კვალდაკვალ II ბუნდესლიგაც განახლდა და ორთვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთის თამაშს იმავე რეგულაციებით და პროტოკოლით დაუბრუნდნენ, რაც მთავარ დივიზიონში მოქმედებს.

„სანდჰაუზენის“ კაპიტანი დენის დიკმაიერი კი პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩნდა. ორთვიანი უფეხბურთობის შემდეგ, როგორც იქნა თამაშის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ რად გინდა - ერზგებირგეს „აუესთან“ მატჩის მე-4 წუთზე დიკმაიერი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა მოედნიდან მიაბრძანა და მისი გუნდის კარში პენალტიც დანიშნა.

ამრიგად, დენის დიკმაიერი ფეხბურთს სულ რაღაც 4 წუთით დაუბრუნდა, მის გარეშე დარჩენილმა „სანდჰაუზენმა“ კი შეხვედრა ადვილად დათმო - 1:3.

0.10891