ფეხბურთი

21:15 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კუთხურის დროს თავზე გვაზიან და გოლის დროს ჩახუტება არ შეიძლება?" - ფეხბურთელები გაურკვევლობაში

გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენ იყო მიმართული. პირველმა მატჩებმა კითხვებიც გააჩინა, მათ შორის ფეხბურთელებში.

კოლუმბიელ თავდამსხმელ რადამელ ფალაოს ვერ გაუგია რატომ არ აქვთ ფეხბურთელებს გოლის ჩახუტებით აღნიშვნის უფლება.

„ფეხბურთის დაბრუნების შემდეგ ჩემს ვკითხე: არსებობს ტექნიკური მიზეზი, რის გამოც გოლის აღნიშვნა ჩახუტებით არ არის დაშვებული? თამაშის დროს მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველი კუთხურის დროს მცველი თავზე გვაზის! ცოცხალ კედელშიც ყველანი ერთად არიან“, - დაწერა ფალკაომ.

„მონაკოს“ ესპანელმა ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასიც გამოეხმაურა ფეხბურთის განახლებას:

„მგონია, რომ ვარჯიშს ვუყურებ. მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ყვირილის მოსმენა შემიძლია. ახლა ჩვენ კიდევ უფრო დავაფასებთ გულშემატკივართა ძლიერებას. კაპიტნებმა სამი მეტრის დისტანცირებით უნდა აირჩიონ მოედნები, იმის ფონზე, რომ ორი წუთის შემდეგ ბურთისთვის უნდა იბრძოლონ. ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთი დაბრუნდა, ეს ყველას გვჭირდება, მაგრამ ფეხბურთის ამ ახალი სტილის შეგუებას წლები დასჭირდება. გოლის ჩახუტებული აღნიშვნა არ შეიძლებოდა? არ ვიცოდი“, - წერს ესპანელი.

0.120024