ფეხბურთი

21:50 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსმა ბუნდესლიგის პროტოკოლი დაარღვია

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელმა მატს ჰუმელსმა ბუნდესლიგის ახალი პროტოკოლი დაარღვია. სეზონი გერმანიაში განაახლეს, მაგრამ ბევრი რეგულაციის დაცვაა საჭირო და ყველაფერთა შეგუებას დრო დასჭირდება.

მაგალითად, ფეხბურთელებს მოედანზე გადაფურთხება, გოლების ჩახუტებით აღნიშვნა ეკრძალებათ. ტელეკამერებმა კი დააფიქსირეს, რომ ჰუმელსმა ერთ-ერთ ეპიზოდში ცხვირზე თითი მიიდო და... ეს ბუნდესლიგის პროტოკოლით მკაცრად აკრძალულია.

კარგია ფეხბურთი რომ დაბრუნდა, კარგია, მაგრამ ფეხბურთელებს ძველ ცუდ ჩვევებზე უარის თქმაც მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113565