ფეხბურთი

0:31 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ქართველების "გენტი" ჩემპიონთა ლიგაზე და "ბრიუგეს" ჩემპიონის ტიტული

ბელგიის პრო ლიგის გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ „ბრიუგე“ 2019-2020 წლების სეზონის ჩემპიონია.

„ბრიუგემ“29 ტურის შემდეგ 70 ქულა დააგროვა და ბელგიის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მე-16-ედ მოიპოვა. „ბრიუგე“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ ამავე ტურნირზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს „შარლერუამ“, „ანტვერპენმა“ და „სტანდარდმა“. ერთადერთი გუნდი, რომელიც ქვედა დივიზიონში დაქვეითდა „ვაასლანდ-ბევერენია“.

აქვე გეტყვით, რომ ბელგიაში სეზონი დასრულებულად 6 მაისს გამოცხადდა და საბოლოო ვერდიქტი ჩემპიონის ტიტულისა და ევროსაზგურების შესახებ ახლახან გამოიტანეს.

0.122455