ფეხბურთი

19:34 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კბილის პასტის და კანის კრემის გამო "აუგსბურგი" "ვოლფსბურგთან" მატჩს უმწვრთნელოდ გამართავს

გერმანული“ აუგსბურგი“ ბუნდესლიგის განახლებას და „ვოლფსბურგთან“ მატჩს მთავარი მწვრთნელის ჰეიკო ჰერლიხის გარეშე შეხვდება. მოტივი საკმაოდ გულუბრყვილოა - კბილის პასტა და კანის კრემი.

ჰერლიხმა სასტუმრო დატოვა და სუპერმარკეტში წავიდა, რომ კბილის პასტა და კანის კრემი შეეძინა, რითაც გერმანიის საფეხბურთო კავშირის დაწესებული ანტიკორონავირუსული იზოლაციის წესები დაარღვია ჩემპიონატის განახლების წინ.

„სასტუმროს დატოვებით შეცდომა დავუშვი. მიუხედავად იმისა, რომ ჰიგიენის ყველა ზომა დავიცავი წასვლისას და დაბრუნებისას. მე არ ვიყავი მაგალითი ჩემი გუნდისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, შეცდომას ვაღიარებ და ამის გამო ჩემი გუნდის ვარჯიშზე და შემდეგ „ვოლფსბურგთან“ სათადარიგო სკამზე არ ვიქნები“, - თქვა ჰერლიხმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგაში 16 მაისს, „აუგსბურგი“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგს“ უმაყურებლოდ და ახლა უკვე უმწვრთნელოდ დაუხვდება.

0.110167