ფეხბურთი

19:00 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" გეგმა: რანგნიკს + ნაგელსმანი

იტალიური „მილანის“ ხელმძღვანელობა კლუბის ძველ სიმაღლეზე დასაბრუნებლად გერმანულ პროექტს განიხილავს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, რალფ რანგნიკთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია, მაგრამ ახლა ჰორიზონტზე ახალი გეგმა გამოჩნდა.

რანგნიკი ადგილის კლუბის სტრუქტურაში დაიკავებს და თითქმის ყველაფერს პირადად გააკონტროლებს, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანის დანიშვნა სურთ.

„ლაიფციგის“ ამჟამინდელი თავკაცი და რანგნიკი ახალგაზრდებთან განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევიან და „როსონერის“ მიზანიც ამაში მდგომაროებს, რომ წინა პლანზე ნიჭიერი ფეხბურთელები წამოწიონ, გამოცდილ მოთამაშეებთან შერწყმა მოახდინონ და ფონს ამ გზით გავიდნენ.

შეგახსენებთ, „მილანში“ რალფ რანგნიკის მისვლის წინააღმდეგი იყო ზვონიმირ ბობანი, რის გამოც გუნდის დატოვება მოუწია, ხოლო იგივე პოზიცია პაოლო მალდინისაც უჭირავს და დიდი შანსია, რომ ლეგენდარული იტალიელიც დაემშვიდობოს მშობლიურ გუნდს.

0.111397