ავტოსპორტი

5:57 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო 2021 წლიდან „მაკლარენში“ გადავა

„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ 2021 წლის სეზონიდან, გუნდს დანიელ რიკარდო შეუერთდება. ეს განცხადება, „ფერარიში“ კარლოს საინსის გადასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა. ავსტრალიელი პილოტი „მაკლარენში“ სწორედ საინსს შეცვლის.

ამ ცნობამ გაწბილებული დატოვა „რენოს“ შეფი სირილ აბიტბული, რომელმაც დაადასტურა, რომ ფრანგული გუნდი ფორმულა 1-დნ წასვლას არ აპირებს და გააგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ მოწინავეთა შორის დაბრუნდეს.

რიკარდომ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ „რენში“ გატარებული დროისთვის, გუნდის მადლობელია. თუმცა თვლის, რომ მათთან ერთად, საქმე ჯერ არ დაუსრულებია და მოუთმენლად ელის სეზონის დაწყებას, რომელშიც უკეთესი შედეგების მიღწევას აპირებს. „მაკლარენში“ რიკარდოს თანაგუნდელი ლანდო ნორისი იქნება, რომელმაც საინსთან ერთად, თავისი სადებიუტო სეზონი შარშან ჩაატარა.

„დანიელთან კონტრაქტის გაფორმება, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გუნდს ახალ განზომილებას შესძენს. ეს კარგი ცნობაა ჩვენი გუნდისთვის, პარტნიორებისთვის და რა თქმა უნდა, ფანებისთვის. ასევე კარლოსის მადლობელი ვარ იმ სამუშაოსთვის, რაც „მაკლარენისთვის“ შეასრულა. ის ნამდვილი გუნდური მოთამაშეა და გვინდა, წარმტება ვუსურვოთ“, - განაცხადა „მაკლარენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზეკ ბრაუნმა.

რიკარდოს წამოსვლის შემდეგ, „რენოში“ ადგილი კვლავ გათავისუფლდა. როგორც ცნობილია, ფრანგულმა გუნდმა კონტრაქტი არ გაუგრძელა გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს და მის ადგილზე, „მერსედესის“ პროტეჟე, ფრანგი ესტებან ოკონი მიიწვია.

0.122998