ავტოსპორტი

5:31 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიში“ 2021 წლიდან ფეტელის ადგილს საინსი დაიკავებს

2021 წლის სეზონიდან, „ფერარიში“ სებასტიან ფეტელის ადგილს კარლოს საინს უმცროსი დაიკავებს. იტალიურმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთან კონტრაქტის არგაგრძელებიდან, ორიოდ დღეში გამოაქვეყნა. „ფერარის“ განცხადებით, ესპანელ პილოტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„იმ ხუთ სეზონში, რაც ფორმულა 1-ში უკვე გაატარა, კარლოსმა დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერია და ტექნიკური უნარებიც გააჩნია. ამ ყველაფრის წყალობით, ის იდეალურად შეესაბამება ჩვენი ოჯახის მოთხოვნებს. ჩვენ ახალი ციკლი დავიწყეთ, რომლის განმავლობაშიც, ფორმულა 1-ის მოწინავე პოზიციაზე დაბრუნებას ვგეგმავთ. ეს ხანგრძლივი მოგზაურობა იქნება, თავისი სირთულეებით. იმის გათვალისწინებით, რომ ახლანდელი სიტუაცია ფინანსურ პრობლემებს ქმნის. ჩვენ გვჯერა, შარლი და კარლოსი, თავიანთი ნიჭიერებით და პიროვნული თვისებებით გამოირჩევიან. ესაა სკუდერიას ბოლო 50 წლის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა წყვილი და შესაძლოა, საუკეთესო კომბინაცია, რომელიც ჩვენ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება“, - ნათქვამია „ფერარის“ განცხადებაში.

საინსის თქმით, აღფრთოვანებულია თავისი მომავლით, რომელსაც იტალიურ გუინდთან ერთად გაატარებს. ამასთან დასძინა, რომ მანამდე მნიშვნელოვანი სეზონი ელის „მაკლარენთან“ ერთად.

საინსს ფორმულა 1-ის 102 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მხოლოდ ერთხელ, გასულ სეზონში შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა (ბრაზილიაში მე-3 ადგილი). ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს „მკლარენისთვის“ პირველი კვარცხლბეკია მას შემდეგ, რაც ტიტულოვან გუნდს გაჭიანურებული კრიზისი ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1213