ფეხბურთი

21:20 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი Ferrari-თ გასეირნების გამო დააჯარიმეს

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ქუჩაში მანქანით უკანონო გასეირნებისთვის დააჯარიმეს.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ზლატანი სტოქჰოლმში ყოფნის დროს Ferrari Monza SP2-ით სეირნობდა და შვედეთის სატრანსპორტო სააგენტოს წესები დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ ზლატანის მანქანის ღირებულება 1.6 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, შვედი ფორვარდი სამშობლოდან იტალიაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სავალდებული კარანტინში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121186